თავში

ფილიპინებში ტაიფუნ "ფანფონის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ფილიპინებში ტაიფუნ "ფანფონის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ფილიპინებში ტაიფუნ ფანფონის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ფილიპინებში ტაიფუნ "ფანფონის" შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები და მოზარდებიც არიან. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

სააგენტო Xinhua კი ფილიპინების სტიქიური უბედურებების რისკების შემცირებისა და შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული საბჭოზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 13 ადამიანი. 9 ილოილოს პროვინციაში, ოთხი კი კაპისი პროვინციაში გარდაიცვალა. მათივე მონაცემებით, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სახლები 58,4 ათასმა ადამიანმა დატოვა. 100-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმებულია. პორტებში 16 ათასი ადამიანი გამგზავრებას ვერ ახერხებს.

ფილიპინებს ტაიფუნი "ურსულა" 24 დეკემბერს, საღამო საათებში დაატყდა თავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system