თავში

ფილიპინებზე ვულკან ტაალის ძლიერ ამოფრქვევას ელოდებიან

​ფილიპინებზე ვულკან ტაალის ძლიერ ამოფრქვევას ელოდებიან
ფილიპინებზე ვულკან ტაალის ძლიერ ამოფრქვევას ელოდებიან

ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, ფილიპინებზე, ვულკან "ტაალიდან" ამ დღეებში, შესაძლოა, ძლიერი ამოფრქვევა მოხდეს.

"ტაალის" გააქტიურების შემდეგ, ბატანგასის პროვინციაში, ვულკანიდან 14 კილომეტრის რადიუსში, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო დღეებში ვულკანი მშვიდად გამოიყურება, მხოლოდ რამდენჯერმე ამოუშვა და ორთქლი და მსუბუქად ამოიფრქვა. მიუხედავად ამისა, პროცესები, რომელიც მიწის ქვეშ მიმდმინარეობს, იმის ნიშანია, რომ უახლოეს დღეებში ძლიერი ამოფრქვევაა მოსალოდენელი.

სპეციალისტების ინფორმაციით, "ტაალის" გააქტიურების შემდეგ, 12 იანვრიდან დღემდე 714 ვულკანური მიწისძვრა დაფიქსირდა. მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია 80 000-ზე მეტი ადამიანი.

მოქმედმა ვულკანმა 12 იანვარს გაიღვიძა და ცხელი ფერფლის ნაკადი ამოუშვა. მას შემდეგ ფილიპინებში ვულკანური მიწისძვრის 52 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოში მოქმედ 10 ვულკანს შორის, "ტაალი“ ყველაზე პატარა და, ამავე დროს, ყველაზე აქტიური ვულკანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system