თავში

ფილმ "ტიტანიკის" სამაგიდო თამაში გამოვა

ფილმ "ტიტანიკის" სამაგიდო თამაში გამოვა
ფილმ ტიტანიკის სამაგიდო თამაში გამოვა

ჯეიმს კამერონის ცნობილი ფილმის "ტიტანიკის" სამაგიდო თამაში გამოვა. "Spin Master Games"-ის ცნობით, ახალი სამაგიდო თამაში 2020 წლის სექტემბერში გამოჩნდება.

სამაგიდო თამაშის წესები ასეთია, პერსონაჟები: ჯეკი, როუზი, კალ და რუთი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მგზავრი გადაარჩინონ ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ. თავად გემში წარმოდგენილია 36 კაბინა. მოთამაშეები აგროვებენ ქულებს მგზავრების გადარჩენისა და ე.წ. "ვარსკვლავების ბარათების" თამაშობით, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ კაბინაშია შესაძლებელი. ყველაზე მეტი ქულის მქონე მოთამაშე იმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ "ტიტანიკი" 1997 წელს გამოვიდა და უკვე დიდი ხანია ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფილმის სტატუსს ინარჩუნებს. ფილმს ამერიკული კინოაკადემიის 11 ჯილდო, ასევე სხვა პრესტიჟული პროფესიონალური პრემიები აქვს მოპოვებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system