თავში

ფილმების "კარგი, ცუდი, ბოროტი" და "ნიუ-იორკის ბანდები" პროდიუსერი ალბერტო გრიმალდი გარდაიცვალა

​ფილმების "კარგი, ცუდი, ბოროტი" და "ნიუ-იორკის ბანდები" პროდიუსერი
ფილმების კარგი, ცუდი, ბოროტი და ნიუ-იორკის ბანდები პროდიუსერი ალბერტო გრიმალდი გარდაიცვალა

იტალიელი კინოპროდიუსერი ალბერტო გრიმალდი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety-ს მისმა ვაჟმა, მაურიციო გრიმალდი აცნობა. მან აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზებით მოხდა.

ალბერტო გრიმალდი ისეთი ცნობილი ფილმების პროდიუსერი იყო, როგორიცაა "რამდენიმე დოლარით მეტი" და სერჟიო ლეონეს "კარგი, ცუდი, ბოროტი" კლინტ ისტვუდით მთავარ როლში, ბერნარდო ბერტოლუჩის "უკანასკნელი ტანგო პარიზში", არტურ ჰილერის "კაცი ლა-მანჩიდან" სოფია ლორენის მონაწილეობით, ფედერიკო ფელინის "ჯინჯერი და ფრედი", მარტინ სკორსეზეს "ნიუ-იორკის ბანდები". საერთო ჯამში, მას 80-ზე მეტ ფილმზე უმუშავია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system