თავში

ფილმი "ზაზუნას დღე", შესაძლოა, სერიალად იქცეს

ფილმი "ზაზუნას დღე", შესაძლოა, სერიალად იქცეს
ფილმი ზაზუნას დღე, შესაძლოა, სერიალად იქცეს

კომედიური ფილმის "ზაზუნის დღის" მსახიობს, სტივენ ტობოლოვსკის თქმით, რომელიც ფილმში ნედ რაიერსონის როლს თამაშობდა, ერთ-ერთმა პროდიუსერმა ნედის როლზე დაბრუნება სთხოვა.

ტობოლოვსკი ამბობს, რომ პროდიუსერები "ზაზუნის დღისგან" სერიალის შექმნას ფიქრობენ. მსახიობს იდეა მოეწონა და მან პროექტზე თანხმობა განაცხადა. ამასთან ის აღნიშნავს, რომ სხვა დეტალები მისთვისაც უცნობია.

შეგახსენებთ, რომ "ზაზუნის დღე", სადაც მთავარ როლს ბილ მიურეი ასრულებს, ეკრანებზე 1994 წელს გამოვიდა. ფილმში ამინდის პროგნოზის ეგოცენრტრულ რეპორტიორს, ბილ მიურეის გმირს "დეჟა-ვუ" ემართება. მას ტრადიციული ზაზუნას დღის ზეიმის გასაშუქებლად პატარა ქალაქ პანქსუთაუნიში გაგზავნიან. საიდანაც მას ცოტათი უფრო მეტი რეპორტაჟის გაკეთება მოუწევს, ვიდრე ეგონა. ერთი და იგივე რეპორტაჟი მან კვლავ და კვლავ უნდა იმეოროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system