თავში

ფინელი მეცნიერები: მაიმუნებს ჯუნგლების ხმაურს ავტომანქანის მუხრუჭის ხმა ურჩევნიათ

ფინელი მეცნიერები: მაიმუნებს ჯუნგლების ხმაურს ავტომანქანის მუხრუჭის ხმ
ფინელი მეცნიერები: მაიმუნებს ჯუნგლების ხმაურს ავტომანქანის მუხრუჭის ხმა ურჩევნიათ

ფინელი მეცნიერების დაკვირვებით მაიმუნებს ჯუნგლების ხმაურზე მეტად ავტომანქანის მუხრუჭის ხმა ურჩევნიათ. მათ ეს ექსპერიმენტი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ზოოპარკში ჩაატარეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა იმის შესასწავლად, თუ როგორ გააუმჯობესონ ტყვეობაში მყოფი ცხოველების ცხოვრება გადაწყვიტეს, მათ ვოლიერებში სპეციალური ფართო გვირაბი შეექმნათ, რომელიც აღჭურვილია სენსორებით. აქ ჩაწერილია წვიმის, ქუჩისა და სხვადასხვა სახის მუსიკის ხმები. მკვლევარებმა ცხოველებს არჩევანის საშუალება მისცეს და აღმოჩნდა, რომ მათ ქუჩის ხმები აირჩიეს.

”ჩვენ ვფიქრობდით, რომ მათ ჯუნგლების ხმები მიიზიდავდათ და ამით დამშვიდდებოდნენ, თუმცა შევცდით, აღმოჩნდა, რომ ცხოველებისთვის ყველაზე პოპულარული ხმა ქუჩის მოძრაობა იყო, რომელზეც მათ ჩაეძინათ კიდეც. მსგავსი რამ არცერთი ხმაზე არ გაუკეთებიათ", - განაცხადა მეცნიერმა.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მაიმუნები ველურ ბუნებაში ერთმანეთთან საკონტაქტოდ მაღალი ჟღერადობის ხმებს იყენებენ და შესაძლოა, ქუჩის ხმაურიც კონკრეტულ ხმას მიამსგავსეს.

ცნობილია, რომ მეცნიერებმა ვოლიერებში ჩაკეტილ მაიმუნებზე არაერთი ხმოვანი ექსპერიმენტი ჩაატარეს, თუმცა ასეთი შედეგი პირველად მიიღეს.

"ტექნოლოგია ჯერ ძალიან ახალია და ჩვენ ახლა ვიწყებთ მასთან მიახლოებას", - განაცხადა მეცნიერმა.

ფინელი მკვლევარები გაჩერებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ვოლიერებში განთავსებული გვირაბის შიგნით ეკრანების დამონტაჟებას აპირებენ, სადაც ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მოქმედება. მკვლევარების მიზანია გაიგონ, რისი ყურება სურთ მაიმუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system