თავში

პოლიცია ფინეთში მომხდარი თავდასხმის დეტალებს ავრცელებს

​პოლიცია ფინეთში მომხდარი თავდასხმის დეტალებს ავრცელებს
პოლიცია ფინეთში მომხდარი თავდასხმის დეტალებს ავრცელებს

1994 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ფინეთის ქალაქ კოუპიოში, სავაჭრო ცენტრში „Herman mall“ სროლა ატეხა, მარტო მოქმედებდა, მას თანამზრახველები არ ჰყავდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე ფინეთის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.

სამართალდამცავებმა ბოროტმოქმედის გასანეიტრალებლად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და თავდამსხმელი დაჭრა.

თავდასხმის მოტივი უცნობია, რადგან მამაკაცი ჯერ არ დაუკითხავთ.

ინციდენტი გუშინ პროფესიული კოლეჯის შენობაში მოხდა, რომელიც სავაჭრო ცენტრში მდებარეობს. ერთი ადამიანი დაიღუპა, ათი დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system