თავში

ფინეთი სასაზღვრო შეზღუდვებს 19 დეკემბრამდე აგრძელებს

​ფინეთი სასაზღვრო შეზღუდვებს 19 დეკემბრამდე აგრძელებს
ფინეთი სასაზღვრო შეზღუდვებს 19 დეკემბრამდე აგრძელებს

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვები 19 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. ინფორმაცია ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება. ვაქცინაციის მიღწეული მაჩვენებლები ჯერ არ არის საკმარისად მიჩნეული და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის საშიშროება კვლავ არსებობს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია შეზღუდვების შესახებ არსებული გადაწყვეტილების გახანგრძლივება 19 დეკემბრამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

პირველ რიგში, საუბარია მესამე ქვეყნებიდან ტურისტული მიზნით ჩამოსვლაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system