თავში

ფინეთში ბარებისა და რესტორნების მუშაობა იზღუდება

​ფინეთში ბარებისა და რესტორნების მუშაობა იზღუდება
ფინეთში ბარებისა და რესტორნების მუშაობა იზღუდება

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების გამო, ფინეთში ბარებისა და რესტორნების მუშაობა იზღუდება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Yle ავრცელებს.

24 დეკემბრიდან, ისინი 22 საათზე უნდა დაიხუროს, ხოლო ალკოჰოლის გაყიდვა საღამოს 9 საათზე შეწყდება.

28 დეკემბრიდან ალკოჰოლის რეალიზაცია 17 საათზე დასრულდება, ბარების მუშაობა კი - 18 საათზე.

24 დეკემბრიდან სწრაფი კვების ობიექტებში, კაფეებში, პიცერიებში და ა.შ. კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო გახდება.

ამასთან, იზღუდება ამ დაწესებულებების ვიზიტორთა რაოდენობაც: ბარებში არაუმეტეს 50%-ისა, რესტორნებში - მაქსიმალური დატვირთვის 75%-მდე.

გარდა ამისა, 28 დეკემბრიდან 16 იანვრის ჩათვლით, შენგენის სხვა ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან ფინეთში ჩასვლის მოთხოვნები გამკაცრდება. ყველა მგზავრმა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე ტესტი უნდა ჩაიტაროს.

5,5-მილიონიან ქვეყანაში გასულ კვირას კორონავირუსის დაახლოებით 13,400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი კვირის წინ - 10,600.

12 წელზე უფროსი ასაკის ფინელების დაახლოებით 83,3%-მა ვაქცინის ორი დოზა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system