თავში

ფინეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავენ

ფინეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავენ
ფინეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავენ

ფინეთის მთავრობა 25 თებერვალს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის განახლებას გეგმავს. მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაა. ამის შესახებ ტელეკომპანია Yle-მ განაცხადა, მთავრობაში არსებულ წყაროებზე მითითებით.

ტელეკომპანიის ცნობით, ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯით სურს უფრო მკაცრად გააკონტროლოს რესტორნების მუშაობა, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს ინფექციების რაოდენობა და არ დაუშვას ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა.

შარშან გაზაფხულზე, ფინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა COVID-19- ის პირველ ტალღის დროს. დაიხურა კვების ობიექტები და რესტორნებში საკვების გატანა მხოლოდ მიტანის სერვისით შეიძლებოდა.

სტატისტიკების პლატფორმის, Wordometer-ის მიხედვით, ფინეთში პანდემიის დროს დაფიქსირდა      COVID-19-ის 55,122 შემთხვევა, 737 ადამიანი გარდაიცვალა და 40 000 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system