თავში

ფინეთში სარკინიგზო მოძეაივა მძღოლების გაფიცვის გამო შეწყდა

ფინეთში სარკინიგზო მოძეაივა მძღოლების გაფიცვის გამო შეწყდა
ფინეთში სარკინიგზო მოძეაივა მძღოლების გაფიცვის გამო შეწყდა

ფინეთში მძღოლების გაფიცვის გამო ყველა სამგზავრო მატარებელმა მუშაობა შეწყვიტა.

გაფიცვა სატვირთო მატარებლების გადაადგილებაზეც აისახა. ასევე გაუქმებულია სატრანსპორტო კომპანიის HSL ყველა სამგზავრო მატარებლის რეისი. 

ცნობილია, რომ მატარებლების გაჩერებამ ავტობუსების გადატვირთვა გამოიწვია.

გაფიცვით მძღოლები დამსაქმებლის ქმედებებს აპროტესტებენ, მათი თქმით, ადმინისტრაცია მოქმედ შრომით ხელშეკრულებას არღვევს და მძღოლები იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე ეს კანონით განსაზღვრულია.

დამსაქმებელთა ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გაფიცვა უკანონოა და ის მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდება. მათი თქმით, მატარებლის მძღოლები სამსახურს შაბათ დილით დაუბრუნდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system