თავში

ფინეთში შექმნეს მოლეკულა, რომელსაც COVID-19-ისგან დაცვა შეუძლია

​ფინეთში შექმნეს მოლეკულა, რომელსაც COVID-19-ისგან დაცვა შეუძლია
ფინეთში შექმნეს მოლეკულა, რომელსაც COVID-19-ისგან დაცვა შეუძლია

ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მოლეკულა, რომელსაც COVID-19-ისგან დაცვა შეუძლია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკვლევარების მონაცემებით, ახალი მოლეკულა TriSb92 კორონავირუსისგან რვა საათის განმავლობაში იცავს. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, მას შეუძლია, დაბლოკოს ცილა ვირუსული ნაწილაკების ზედაპირზე.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნეს, მოლეკულა ეფექტურია კორონავირუსის სხვადასხვა შტამების წინააღმდეგ. მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იგი შეიქმნა არა როგორც არსებული ვაქცინების ანალოგი, არამედ მათი ეფექტის დანამატის სახით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system