თავში

ფინეთში შტორმის გამო სანაპირო ზონები დაიტბორა

​ფინეთში შტორმის გამო სანაპირო ზონები დაიტბორა
ფინეთში შტორმის გამო სანაპირო ზონები დაიტბორა

ფინეთის სამხრეთ ნაწილში შტორმის გამო სანაპირო ზონები დაიტბორა. 5100-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას Yle ავრცელებს.

უამინდობამ 35 მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ქალაქ კოტკაში ქარმა კონტეინერები გადააყირავა. ჰელსინკიში კი მწვანე ზონები დაიტბორა.

სანაპირო დაცვა ნავების მფლობელებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და სამაგრები შეამოწმონ.

რამდენიმე რაიონში ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.

ცნობისთვის, უამინდობამ პრობლემები გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში შექმნა.

ნიდერლანდებში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო მატარებლების მოძრაობა შეწყდა. საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში კი ძლიერი ქარის გამო 250 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პოლონეთში შტორმ "ავრორას" შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ჩეხეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 300 000-მდე საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system