თავში

ფინეთში წაულებს კორონავირუსზე აცრიან

​ფინეთში წაულებს კორონავირუსზე აცრიან
ფინეთში წაულებს კორონავირუსზე აცრიან

ფინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც წაულებს კორონავირუსზე აცრის. ინფორმაციას Yle ავრცელებს.

ცხოველების ვაქცინაცია უახლოეს კვირებში დაიწყება.

ფინეთის მარეგულირებელმა ცხოველებისთვის სპეციალური ვაქცინის, FurcoVac-ის გამოყენების ნებართვა გასცა, რომელიც ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა. 

ცნობისთვის, დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რასმუს განაცხადა, რომ ქვეყანაში წაულების მოშენების აკრძალვა 2023 წლამდე გახანგრძლივდა. როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს, დანიაში 15 მილიონზე მეტი წაულა განადგურდა, რადგან ისინი კორონავირუსის მუტაციური შტამით ინფიცირდებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system