თავში

ფიტნეს-მოდელი საკუთარ სახლში მოკლეს

​ფიტნეს-მოდელი საკუთარ სახლში მოკლეს
ფიტნეს-მოდელი საკუთარ სახლში მოკლეს

ქალაქ ტიხუანაში მექსიკელი ფიტნეს-მოდელი და მწვრთნელი, ალონდრა ვილიანსენო მოკლეს.

23 წლის ქალის ცხედარი მისმა დედამ აღმოაჩინა. მისი თქმით, შვილი მის ზარებს არ პასუხობდა, ამიტომაც მან სახლში მიაკითხა.

პოლიციის განცხადებით, მოდელს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გარდა ამისა, მას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

ჩხრეკის შედეგად სახლში მარიჰუანას 2 ტომარა აღმოაჩინეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ წინა დღეს მამაკაცი ნახეს, რომელმაც ვილიანსენოს სახლი დატოვა, წითელ ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა.

მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system