თავში

"ფლაივან არმენიამ“ ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მიიღო

​"ფლაივან არმენიამ“ ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მი
ფლაივან არმენიამ“ ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მიიღო

სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია "ფლაივან არმენიას" ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელების უფლება მისცა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ სომხეთის და თურქეთის მთავრობებს ჩარტერული ფრენების ნებართვის მისაღებად რამდენიმე დღის წინ მიმართეს და ახლა ნებართვას თურქეთის მთავრობის ელოდებიან.

იქამდე კი, 16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესახებ თურქული და სომხური ავიახაზების განცხადებას განიხილავს. მანამდე ანკარამ და ერევანმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განაცხადეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სომხეთმა თურქული საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვა სომხეთში 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო, როდესაც განაცხადა, რომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში იყო ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system