თავში

ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლე
ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შეერთებულ შტატებში, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად გარდაცვლილი აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ ტუ თაოს გირაოს შეტანაზე თავდაპირველად უარი უთხრა, თუმცა დღეს ის 750 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მანამდე, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ორი პოლიციელი.

ამ დროისათვის, ჯორჯ ფლოიდის საქმეზე, პატიმრობაში მხოლოდ მთავარი ეჭვმიტანილი, დერეკ შოვენი იმყოფება. 

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამერიკაში პოლიციის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯონ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტირასისტული საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეებმა სამოქალაქო ომის პერიოდის სამხრეთელი პოლიტიკოსების ძეგლების სტიქიურად ჩამოგდება დაიწყეს. მათ შორის მოჰყვა ამერიკის აღმომჩენი ქრისტოფერ კოლუმბის ძეგლიც. კოლუმბი მემარცხენე აქტივისტებმა ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულეს, მისი მონუმენტი ჩამოაგდეს და წყალში გადააგდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system