თავში

ფლორენციაში და სიცილიაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - განახლებულია

ფლორენციაში და სიცილიაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქ
ფლორენციაში და სიცილიაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - განახლებულია

ფლორენციაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 60 წლის მამაკაცია, რომელიც სინგაპურიდან დაბრუნდა. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. 

ფლორენცია ემილია-რომანიას რეგიონს ესაზღვრება, სადაც კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

12:48

იტალიის სამხრეთ ნაწილში, სიცილიის ადმინისტრაციულ ცენტრ პალერმოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Ansa წერს.

ტურისტს ქალაქ ბერგამოში გრიპის სიმპტომები ჰქონდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტესტმა აჩვენა, რომ ქალს კორონავირუსი COVID-19 აქვს.

ტურისტის მეგობრები და ყველა ადამიანი, ვინც მასთან ახლოს კონტაქტობდა, კარანტინშია მოთავსებული.

02:06

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი

ასაკოვანი მამაკაცი ქალაქ კომოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, 62 წლის ქალი კი კასტილიონე დ'ადაში.

16:16

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ინფიცირების 219 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, მეხუთე გარდაცვლილი 88 წლის მამაკაცია ლომბარდიიდან, სადაც ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობა - 167-ია დაფიქსირებული.

ბორელიმ აღნიშნა, რომ 112 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, აქედან 23 რეანიმაციაშია. დანარჩენები სახლში, იზოლაციაში, სამედიცინო კონტროლის ქვეშ რჩებიან.

14:11 

იტალიაში, სადაც ახალი ტიპის კორონავირუს Covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევები მატულობს და გარდაცვლილთა რაოდენობამ ოთხს მიაღწია. ე.წ. ნულოვან პაციენტს ჯერ ვერ პოულობენ. ამის შესახებ გამოცემა Corriera della Sera წერს.

"ნულოვანი პაციენტი" პირველი ადამიანია, რომელიც პათოგენით დაინფიცირდა და დაავადება სხვებს გადასდო.

ამჟამად იტალიის ხელისუფლება ეძებს პაციენტს, რომელმაც კორონავირუსი ქვეყანაში ჩაიტანა.

"პაციენტ №1-ად" ითვლება 38 წლის მამაკაცი ლომბარდიიდან, რომელიც კომპანია Unilever-ში მუშაობდა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მამაკაცს ვირუსი მეგობრისგან გადაედო, რომელიც იანვარში ჩინეთიდან დაბრუნდა. მოგვიანებით ეს ჰიპოთეზა უარყვეს, რადგაც "კლინიკური კვლევების შედეგად Covid-19-ის ანტისხეულები გამომუშავებული არ იყო", - განმარტავენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პოლიცია პირველი პაციენტის ბოლო კვირებს და მის ყველა კონტაქტს სწავლობს. 

იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთშიც გააკეთეს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა ტელეკომპანია France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიასა და საფრანგეთს შორის საზღვრის ჩაკეტვა აუცილებელი არ არის.

„ვირუსი საზღვრებთან არ ჩერდება. მიზანშეწონილი არ არის საუბარი იმაზე, რომ იტალიაში ეპიდემიაა. იტალიის ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ეპიდემია. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system