თავში

ფლორენციაში ქურდობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს

​ფლორენციაში ქურდობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს
ფლორენციაში ქურდობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს

ფლორენციაში, ნოვოლის კვარტალში, ბარდაცის ქუჩაზე მდებარე სახლში ქურდობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. მათი ასაკი

26-დან 30 წლამდე მერყეობს. ინციდენტი გუშინ მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია მათ მოულოდნელად დაადგა თავს. მეზობლებმა სახლში სინათლე შენიშნეს და ვინაიდან იცოდნენ, რომ ბინის პატრონი არ იმყოფებოდა ადგილზე, პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბინაში ორი მძარცველი დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სადარბაზოს კიბის უჯრედში მეთვალყურედ იყო დატოვებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system