თავში

31 ოქტომბერს ფლორენციაში ოჯახის პაქტის“ წლისთავს აღნიშნავენ

​31 ოქტომბერს ფლორენციაში „ოჯახის პაქტის“ წლისთავს აღნიშნავენ
31 ოქტომბერს ფლორენციაში ოჯახის პაქტის“ წლისთავს აღნიშნავენ

ფლორენციაში 31 ოქტომბერს მარია ლუიზა მედიჩის მიერ 1737 წელს ცნობილი „ოჯახის პაქტის“ წლისთავს აღნიშნავენ.

დოკუმენტით მედიჩების დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, რომელსაც შვილები არ ჰყავდა, ოჯახის საკუთრებაში არსებული ყველა ყველა კოლექცია ქალაქ ფლორენციას უანდერძა, რათა ისინი „ყველა ერის განკარგულებაში“ დარჩენილიყო.

ნახატების, სკულპტურების, გობელენებისა და ფაიფურის სანახავად ფლორენციაში ყოველ წელს მილიონობით ტურისტი ჩადის.

ამ თარიღის აღსანიშნად, 31 ოქტომბერს უფიცის გალერეის, პიტის სასახლის და ბობოლის ბაღები უფასოდ იმუშავებენ.

„ამ დოკუმენტს დიდი ისტორიული დანიშნულება აქვს, ის ლაკონურად და ეფექტურადაა შედგენილი და ხელოვნების საგანმანათლებლო მისიის შესახებ გვახსენებს. ეს ჩვენი ამოცანაცა არის, რომლის შესრულებას ყოველდღიურად სხვადასხვა ინიციატივის, კომპლექსის საჯაროდ უფასოდ გახსნითა და სიმფონიური ორკესტრების კონცერტებით ვცდილობთ“, - აცხადებს" უფიცის გალერეის დირექტორი ეიკე შმიდტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system