თავში

ფლორიდას გუბერნატორმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

​ფლორიდას გუბერნატორმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა
ფლორიდას გუბერნატორმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

აშშ-ის ფლორიდას შტატის გუნერნატორმა, რონ დესანტისმა ქალაქ სერფსაიდში საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ СNN ავრცელებს.

ეს ზომა ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ჰქონდეს წვდომა დამატებით ფონდებთან და სამაშველო ოპერაციაში მეტი რესურსი გამოიყენოს, კერძოდ, სამუშაოებში, ეროვნული გვარდია ჩართოს.

შეგახსენებთ, ქალაქ სერფსაიდში 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ოფიციალური ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა, 99 ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system