
ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში შენობის ჩამონგრევის შემდეგ 159 ადამიანის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შეგახსენებთ, ქალაქ სერფსაიდში 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
აშშ-ის ფლორიდას შტატის გუნერნატორმა, რონ დესანტისმა ქალაქ სერფსაიდში საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.