თავში

ფლორიდაში ალიგატორები გააქტიურდნენ - VIDEO

ფლორიდაში ალიგატორები გააქტიურდნენ
ფლორიდაში ალიგატორები გააქტიურდნენ - VIDEO

აშშ-ში, ფლორიდის შტატის სხვადასხვა ადგილებში უკვე არაერთხელ შეამჩნიეს ალიგატორები სახლის უკანა ეზოებში, ბასეინებსა თუ მანქანის პარკინგებზე. მათი გააქტიურების მიზეზი ისაა, რომ ახლა ქვეწარმავლების შეჯვარების პერიოდი იწყება. მათი სისხლი გათბობას იწყებს, ამიტომ ისინი გაცილებით აქტიურები ხდებიან და დიდი მანძილის გავლა შეუძლიათ საკვებისა და პარტნიორის საძებნელად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს. 

ალიგატორის შეჯვარება, როგორც წესი, მაისისა და ივნისის თვეში ხდება. ივნისი-ივლისში კი ისინი ბუდეს იშენებენ. მდედრი ალიგატორები საშუალოდ 32-დან 46 კვერცხს დებენ, რომლებიც ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იჩეკებიან. 

აღსანიშნავია, რომ ალიგატორების შეჯვარების პერიოდში ისინი გაცილებით აგრესიულები ხდებიან, ამიტომ ფლორიდის ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

ვიდეო: gordonsilver.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system