თავში

ფლორიდაში ფეხმძიმე ქალმა არ იმშობიარა, სანამ არჩევნებზე ხმა არ მისცა

​ფლორიდაში ფეხმძიმე ქალმა არ იმშობიარა, სანამ არჩევნებზე ხმა არ მისცა
ფლორიდაში ფეხმძიმე ქალმა არ იმშობიარა, სანამ არჩევნებზე ხმა არ მისცა

ფლორიდაში ფეხმძიმე ქალმა გადაწყვიტა, რომ მშობიარობა მას არჩევნებში მონაწილეობას ხელს არ შეუშლის. ის საავადმყოფოში წასვლაზე უარს აცხადებდა, სანამ საკუთარ ხმას არ დააფიქსირებდა.

საარჩევნო კომისიის წევრების თქმით, უბანზე მამაკაცი შემოვარდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ცოლი მანქანაში იჯდა და ბავშვის გაჩენაზე უარს ამბობდა, სანამ ბიულეტენს არ მოუტანდნენ.

კომისიის წევრმა ბიულეტენი აიღო და მანქანასთან გაიქცა. ამასთან, ის ფიქრობდა, რომ პირადობის დამადასტურებელ ინფორმაციას მოგვიანებით შეავსებდა, დრო რომ არ დაეკარგა, ქალმა კი სუნთქვითი ვარჯიშები დაიწყო და არ მოისვენა, სანამ მთელი აუცილებელი პროცედურა არ დასრულდა.

როდესაც ქალი დარწმუნდა, რომ მისი ბიულეტენი საარჩევნო საარჩევნო ყუთში მოთავსდა, მხოლოდ მას შემდეგ მისცა ქმარს უფლება, წაეყვანა ის საავადმყოფოში.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 061 661 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა და წინასწარ გააკეთა არჩევანი. 

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, კონგრესის სენატის მესამედსა და 13 შტატის გუბერნატორებს აირჩევენ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system