თავში

ფლორიდაში მონადირეებმა 6-მეტრიანი პითონი იპოვეს - PHOTO

ფლორიდაში მონადირეებმა 6-მეტრიანი პითონი იპოვეს - PHOTO
ფლორიდაში მონადირეებმა 6-მეტრიანი პითონი იპოვეს - PHOTO

ფლორიდაში ორმა მონადირემ ყველაზე გრძელი, თითქმის 6 მეტრის  სიგრძის ბირმული პითონი იპოვა.

მონადირეებმა, რომლებიც სამხრეთ ფლორიდის რაიონში წყლის მართვის, თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიაში მუშაობენ, მდინარიდან გვიან ღამით უზარმაზარი პითონი ამოიყვანეს. შტატში ამ სიგრძის გველი არასდროს უნახავთ.

"შუა ღამით ჩვენ ეს გველი ღრმა წყლიდან ამოვიყვანეთ, ამ ზომის გველი არასდროს მინახავს, ხელები მიკანკალებდა, როდესაც მას ვუახლოვდებოდი", - განაცხადა ერთ-ერთმა მონადირემ.

ფლორიდაში ნაპოვნი პითონის სიგრძე ახალი რეკორდის მაჩვენებელია, რადგან გასულ წელს ყველაზე დიდი პითონი 5 მეტრის იყო.

მონადირეების თქმით, გველი მდედრობითი სქესის არის და ის 47 კილოგრამს იწონის. ბირმული პითონები ფლორიდაში ინვაზიურ სახეობებად ითვლებიან.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, არამდგრადი ბირმული პითონები "ევერგლადესის ეროვნულ პარკში" ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახეობაა. ისინი საკვების მისაღებად კონკურენციას უწევენ ადგილობრივ გველის სახეობებს და ამიტომ ამ რეგიონში ძუძუმწოვრების შემცირება იგრძნობა. ოფიციალური ინფორმაციით, მონადირეებმა ფლორიდის წყლებიდან დღემდე ათასობით პითონი ამოიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system