თავში

ფლორიდის სანაპიროზე ტალღებმა საზღვაო ნაღმი გამორიყა

ფლორიდის სანაპიროზე ტალღებმა საზღვაო ნაღმი გამორიყა
ფლორიდის სანაპიროზე  ტალღებმა საზღვაო ნაღმი გამორიყა

ფლორიდაში, საკურორტო ქალაქ ლოდერბაიდენ-ბაი-ზე-სი-ს პლაჟზე ოკეანის ტალღებმა  სასწავლო დანიშნულების საზღვაო ნაღმი გამორიყა. აღნიშნული ტერიტორია სანაპიროზე ერთ-ერთი სასტუმროს საკუთრება იყო. გამნაღმველთა სპეციალურმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილი შემოღობა და ნაღმის გაუვნებელყოფების ოპერაცია დაიწყო. ნაღმის 1,2 მეტრის დიამეტრის კორპუსზე აღმოაჩინეს წარწერა - ,,არააქტიური'', თუმცა, ექსპერტების აზრით, დეტონაციის საფრთხე მაინც არსებობდა.

ნაღმის სრულად გამოკვლევის შემდეგ, ის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლობას გადაეცა.  ბაზა შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა. განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ სანაპირო  დამსვენებელთათვის კვლავ გაიხსნა.

2021 წლის თებერვლის ბოლოს ინგლისში, ქალაქ ექსეტერში (დევონის საგრაფო), სამშენებლო ტერიტორიაზე,  მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ნაღმი იპოვეს.  მიმდბარე ტერიტორიიდან  ორი ათასზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ინგლისის შეიარაღებული ძალების ინჟინრებმა ბომბი 400 ტონა ქვიშით დაფარეს და სპეციალური კედლებით შემოფარგლეს რათა ხელოვნური დეტონაციის შედეგად გამოწვეული რისკები შეემცირებინათ. სამუშაოები წარმატებით დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system