თავში

Forbes ანდროიდის მომხმარებლებს საშიში პროგრამების წაშლას ურჩევს

Forbes ანდროიდის მომხმარებლებს საშიში პროგრამების წაშლას ურჩევს
Forbes ანდროიდის მომხმარებლებს საშიში პროგრამების წაშლას ურჩევს

Android-ის მოწყობილობების მილიონობით მფლობელი Google Play-ში ხელმისაწვდომი პოპულარული, თუმცა საშიში აპლიკაციების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ გამოცემა  Forbes წერს.

გამოცემა განმარტავს, რომ საუბარია SuperVPN-ზე, GeckoVPN-სა და ChatVPN-ზე. ამ აპლიკაციების გამოყენებით,  მომხმარებელთა დიდი რაოდენობის პირადი მონაცემები იქნა მოპარული.

CyberNews-ის კვლევითი ჯგუფის ინფორმაციით,  აღნიშნული პროგრამები ჯამში 100 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი. მათგან, ჰაკერებმა 21 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, მათ შორის სახელი, ელ ფოსტა, მისამართები და მნიშვნელოვანი ფაილები მოიპარეს. 

Android-ის მოწყობილობების მფლობელებმა გაფრთხილება მიიღეს. მათ აღნიშნული პროგრამების წაშლისკენ მოუწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system