თავში

Forbes საფონდო ბირჟის შესაძლო კრახის შესახებ აფრთხილებს

​Forbes საფონდო ბირჟის შესაძლო კრახის შესახებ აფრთხილებს
Forbes საფონდო ბირჟის შესაძლო კრახის შესახებ აფრთხილებს

ბირჟის ბუშტი მოსალოდნელი უბედურების ნიშანია, - ამის შესახებ Forbes Media- ს თავმჯდომარემ და მთავარმა რედაქტორმა, სტივ ფორბსმა განაცხადა.

”ეს სიგიჟეა და კარგად არ დასრულდება”, - აღნიშნა მან.

მაგალითისთვის მას მოჰყავს 2008 წლის მდგომარეობა საბინაო ბაზარზე, რომელიც, მისი აზრით, ახლანდელთან ძალიან ახლოსაა.

მდგომარეობის გაგება შესაძლებელია, თუკი კომპანია "GameStop-თან" დაკავშირებული სიტუაცია იქნება შესწავლილი. ფორბსი თვლის, რომ "GameStop" არაფრით გამორჩეული "რითეილერია", ჩვეულებრივი ონლაინ-მაღაზია, თუმცა გასულ წელს მისი აქციის კურსი 2.57 დოლარიდან ისე გაიზარდა, რომ 300 დოლარზე მერი შეადგინა. ფორბსი აღნიშნავს, რომ აქციების ფასების ეს დონე სრულიად არ უკავშირდება რაიმე რეალობას.

იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ძლიერი ჰეჯ-ფონდების და მცირე ინვესტორების ურთიერთქმედებას აქციების ფასები უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს, ბევრი ადამიანი კი აქციებს ნასესხები ფულით ყიდულობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორების მიერ ნასესხი ფულის მასობრივი გამოყენება ბირჟაზე სათამაშოდ იყო 1929 წელს საფონდო ბირჟაზე საფონდო ფასების კრახის ერთ-ერთი მიზეზი. ბირჟის კრახი "დიდი დეპრესიის" დასაწყისი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system