თავში

Fox News: COVID-19-ის "ნულოვანი პაციენტი" ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა

​Fox News: COVID-19-ის "ნულოვანი პაციენტი" ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაო
Fox News: COVID-19-ის ნულოვანი პაციენტი ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა

პირველი პაციენტი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაზრის თანამშრომელი კი არ იყო, როგორც ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, არამედ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Fox News ავრცელებს.

"ნულოვანი პაციენტი, რომელსაც COVID-19-ის კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა, საიდანაც ეპიდემია წამოვიდა", - ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.

Fox News-ის წყარო აცხადებს, რომ ლაბორატორიის თანამშრომელი ღამურამ დააინფიცირა. მან ეს დროულად ვერ შენიშნა და COVID-19 ადგილობრივ მოსახლეობას გადასდო. ტელეარხის მეორე წყარო ჩინეთს მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს.

ამასთან, ტელეარხი აცხადებს, რომ ვუჰანის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის შემუშავებით არ იყო დაკავებული და მხოლოდ მეცნიერების მხრიდან ვირუსების კვლევის შედეგების დემონსტრაცია უნდა მოეხდინა. 

Fox News-ის ინფორმაციას ჩინეთში გამოეხმაურნენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჩჟაო ლინცზიანის განცხადებით, ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება და ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

"პანდემია საერთო მტერია მთელი კაცობრიობისთვის. მისი დამარცხება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციითაა შესაძლებელი", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system