თავში

ფრანგ დეპუტატებს "შავი პარასკევის" აკრძალვა სურთ

​ფრანგ დეპუტატებს "შავი პარასკევის" აკრძალვა სურთ
ფრანგ დეპუტატებს შავი პარასკევის აკრძალვა სურთ

რამდენიმე ფრანგ კანონმდებელს "შავი პარასკევის" აკრძალვა სურს. მათი თქმით, შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღე "რესურსების გაფლანგვას" და "ზედმეტ მოხმარებას" უწყობს ხელს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე შევიდა. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საკითხს მომდევნო თვეში განიხილავენ.

"შავ პარასკევს" საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი, ელისაბედ ბორნეც აკრიტიკებს. მისი თქმით, ამ დღეს ქუჩებში საცობები იქნება, გარემო ბინძურდება და ჰაერში მავნე აირების გამოფრქვევა ხდება. ბორნემ ასევე აღნიშნა, რომ "შავ პარასკევს" მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, თუკი ის ფრანგულ მცირე ბიზნესს დაეხმარებოდა, თუმცა ყველაზე დიდი სარგებელს ამ მოვლენისგან მხოლოდ მსხვილი ინტერნეტ-მაღაზიები იღებენ.

ინიციატივას საფრანგეთის ელექტრონული ვაჭრობის კავშირი აპროტესტებს. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლის ინტერესებს აზიანებს და მის უფლებებს არღვევს.

"შავი პარასკევის" გაპროტესტებას კლიმატის ფრანგი აქტივისტებიც გეგმავენ. ისინი დემონსტრაციის ჩატარებას გეგმავენ, რომლის სახელწოდება "Block Friday" იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system