თავში

ფრანგ ჰიჯადისტს 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ფრანგ ჰიჯადისტს 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
ფრანგ ჰიჯადისტს  30 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს, ტაილერ ვილუსს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია, სირიაში ჩადენილი დანაშაულების გამო, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

30 წლის ტაილერ ვილუსი თურქეთში დააპატიმრეს ხუთი წლის წინ, როდესაც ის პრაღაში მიემგზავრებოდა. პროპურატურის განცხადებით, ის საფრანგეთში დაბრუნებას და ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა, მათ შორის, 2015 წელს საფრანგეთში მოწყოფილ ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებას, თუმცა მას ეს დანაშაული არ დაუდასტურდა.

ვილუსს ბრალი ედება 2013-2015 წლებში ტერორისტული ჯგუფის წევრობაში და ISIS-ის სახელით ჩადენილ მრავალ დანაშაულში. ვილუსმა მოსამართლეებს განუცხადა, რომ 2015 წელს მან უარი თქვა ისლამური სახელმწიფოს მკვლელობის იდეოლოგიაზე და დაჯგუფება დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system