თავში

ფრანგებმა მალიში 33 ტერორისტი მოკლეს

ფრანგებმა მალიში 33 ტერორისტი მოკლეს
ფრანგებმა მალიში 33 ტერორისტი მოკლეს

საფრანგეთის სპეციალური დანიშნულების სამსახურებმა მალიში 33 მებრძოლი მოკლეს. პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ისინი ალ ქაიდასთან იყვნენ დაკავშირებულები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგებმა ვერტმფრენები, დრონები და ქვეითი სპეცრაზმელები გამოიყენეს. სპეცოპერაცია ქალაქ მოპტისგან 150 კილომეტრის დაშორებით, ტყეში ჩატარდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ოპერაცია შეაფასა, როგორც „ძალიან წარმატებული“.

„დღეს დილით, ჩვენ შევძელით გაგვენეიტრალებინა 33 ტერორისტი და დაგვეპატიმრებინა ერთი. ამას გარდა, გავათავისუფლეთ ორი მალიელი სამართალდამცველი, რომელიც გატაცებული ჰყავდათ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთს, როგორც დასავლეთ აფრიკული ქვეყნების ყოფილ კოლონიზატორს, რეგიონში ჯარის ნაწილები ამ დრომდე ჰყავს განთავსებული. 4 000 სამხედრო ტერორიზმთან ბრძოლისა და მშვიდობის დამყარების მიზნით არის ტერიტორიაზე მივლენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system