თავში

ფრანგი სამხედროები მთავრობას სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ

ფრანგი სამხედროები მთავრობას სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ
ფრანგი სამხედროები მთავრობას სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ

ფრანგი სამხედროების ღია წერილი გამოქვეყნდა, რომლითაც ჯარისკაცები მთავრობას მორიგი სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

გამოცემის ცნობით, წერილს 130 000-ზე მეტი პირი აწერს ხელს. წერილის ავტორები ქვეყნის ხელისუფლებას ისლამიზმთან პოზიციების "დათმობაში" სდებენ ბრალს.

”ეს ეხება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. 

სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, საფრანგეთის ჯარი საკუთარ მიწაზე წესრიგს უზრუნველყოფს.

საფრანგეთში  სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს მშვენივრად იცით”, - ნათქვამია ფრანგი ჯარისკაცების წერილში.

წერილის ავტორები საკუთარ თავს ახალგაზრდა თაობის ჯარისკაცებს უწოდებენ, რომლებიც  ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობდნენ ან შეუერთდნენ ქვეყნის შიგნით ანტიტერორისტულ ოპერაციებს.

წერილის ავტორები ასევე აკრიტიკებენ მთავრობის რეაქციას სამხედროების წინა წერილზე, რომელიც გასულ თვეში გასაჯაროვდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა  წერილის შინაარსი დაგმო და ანონიმური ხელმომწერები "გამბედაობის" უქონლობაში დაადანაშაულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system