თავში

ფრანგმა მამაკაცმა ცოლი ქუჩაში დაწვა

ფრანგმა მამაკაცმა ცოლი ქუჩაში დაწვა
ფრანგმა მამაკაცმა ცოლი ქუჩაში დაწვა
© sudouest.fr

საფრანგეთის ქალაქ მერინიაკის მკვიდრი მეუღლესა და სამი შვილის დედას სასტიკად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობირივი გამოცემა Sud Ouest ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18.10 საათზე მოხდა. პირველად მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა იმ სახლს, სადაც ის თავის ცოლთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ქალმა გამოსვლა მოახერხა, მაგრამ მეუღლე მას ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაედევნა და დაწვა.

პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილმა დამალვა სცადა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა-

"მე აღშფოთებული ვარ ამ საშინელი დანაშაულის გამო, მე გულწრფელ მხარდაჭერას ვუცხადებ დაზარალებულის ოჯახს. ჩვენ გავაგრძელებთ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლას", - დასძინა მინისტრმა.

ცნობილია, რომ მამაკაცი ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system