თავში

ფრანგმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოკლეს

​ფრანგმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოკლეს
ფრანგმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მოკლეს

საფრანგეთის სამხედრო ძალებმა საჰარაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ეს საჰელში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება არის", - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ოპერაციის ჩატარების ზუსტი ადგილი არ დააკონკრეტა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავი დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. 2020 წლის აგვისტოში ექვსი ფრანგი საქველმოქმედო მუშაკისა და მათი ნიგერიელი მძღოლის მკვლელობა მან პირადად ბრძანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system