თავში

ფრანგული მედია ნავალნის ანალიზების შემოწმების დეტალებს ასაჯაროებს

​ფრანგული მედია ნავალნის ანალიზების შემოწმების დეტალებს ასაჯაროებს
ფრანგული მედია ნავალნის ანალიზების შემოწმების დეტალებს ასაჯაროებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანალიზების ლაბორატორიულმა კვლევამ ნეიროტოქსიკური ნივთიერების გამოყენება დაადასტურა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა Figaro წერს.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად ნავალნის ანალიზებს ესონის დეპარტამენტში, ბუშეს ლაბორატორიაში იკვლევენ.

მანამდე გამოცემა Spiegel წერდა, რომ ნავალნის ანალიზებს ბუნდესვერის ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის ინსტიტურიც სწავლობდა, რომელიც მიუნხენში მდებარეობს.

"ჩვენ ჩავატარეთ ანალიზები, რომლებმაც ნეიროტოქსიკური ნივთიერების გამოყენება დაადასტურა", - განუცხადეს Figaro-ს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსმა ოპოციზიონერმა, ალექსეი ნავალნიმ კლინიკა "შარიტე" 23 სექტემბერს დატოვა

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system