თავში

ფრანკოფონია რუანდაში ფრანგულის 100 მასწავლებელს გაგზავნის

​ფრანკოფონია რუანდაში ფრანგულის 100 მასწავლებელს გაგზავნის
ფრანკოფონია რუანდაში ფრანგულის 100 მასწავლებელს გაგზავნის

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ფრანკოფონია) მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუანდაში ფრანგულის 100 მასწავლებელს გაგზავნის. ამის შესახებ სააგენტო Agence de Presse Africaine წერს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, იაიდ ჰალაფის თქმით, ნოემბრიდან მასწავლებლები მუშაობას რუანდის სხვადასხვა რეგიონში არსებულ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში დაიწყებენ. უმეტესობა სტუდენტებსა და ადგილობრივ კოლეგებს ფრანგულ ენას ასწავლის.

აფრიკაში გაგზავნილ მასწავლებლებთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი წელია, თუმცა ის, შესაძლოა, ორ წლამდეც გაგრძელდეს.

რუანდაში მასწავლებლების გაგზავნა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ფრანგული ენის სწავლების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2021 წელს გაფართოვდება და მასში სხვა ქვეყნები, მათ შორის განა, მადაგასკარი, გვინეა და ლიბანი ჩაერთვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system