თავში

ფრედი კრუგერის როლის შემსრულებელი ყავას გამოუშვებს

ფრედი კრუგერის როლის შემსრულებელი ყავას გამოუშვებს
ფრედი კრუგერის როლის შემსრულებელი ყავას გამოუშვებს

ამერიკელმა მსახიობმა, რობერტ ენგლუნდმა და Dead Sled Coffe-მ ყავის ახალი ბრენდი გამოუშვეს. მსახიობი საშინელებათა ფილმში "საშინელება თელების ქუჩაზე" ფრედი კრუგერის როლით არის ცნობილი. ახალი ყავაც სწორედ მკვლელის, ფრედი კრუგერის იმიჯის მიხედვით შეიქმნა.

"Nightmare Blend by Robert Englund არის სრულყოფილი, მაღალხარისხიანი ვიეტნამური ყავისა და სამხრეთამერიკული არაბიკის ნაზავი, რომელიც არა მხოლოდ გასაოცარი არომატით, არამედ კოფეინის საკმარისი დოზით გამოირჩევა. ასე რომ თქვენ შეძლებთ ფხიზლად და უსაფრთხოდ ყოფნას კოშმარების მეფისგან ", - ნათქვამია ოფიციალურ აღწერაში.

რობერტ ენგლუნდი არ არის პირველი ჰოლივუდელი მსახიობი, რომელმაც საკუთარი სასმელი შექმნა. მის კოლეგას ჰიუ ჯეკმანსაც საკუთარი ყავის ბრენდი აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system