თავში

ფრიდა კალოს დაკარგული ნამუშევარი ნაპოვნია?

ფრიდა კალოს დაკარგული ნამუშევარი ნაპოვნია?
ფრიდა კალოს დაკარგული ნამუშევარი ნაპოვნია?

ესპანელი არტ-დილერი კრისტიან ლოპეზი აცხადებს, რომ ფრიდა კალოს დაკარგული ნამუშევარი "დაჭრილი მაგიდა" იპოვა. ნახატი მხატვრისა და მისი მექსიკელი მეუღლის, დიეგო რივერას რთულ ურთიერთობებს ეძღვნება. პირველად საზოგადოებამ ის 1940 წელს ნახა. 1955 წელს ვარშავაში მიმდინარე გამოფენის შემდეგ კი ის გაუჩინარდა.

ლოპეზის თქმით, "დაჭრილი მაგიდა" ახლა ლონდონის საწყობშია და ის მზადაა, ნახატი 40 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნახატი ნამდვილი არ არის, რადგან საარქივო სურათებსა და იმ ნახატს შორის, რომელსაც დილერი ყიდის, ორმა ისტორიკოსმა არსებითი განსხვავებები აღმოაჩინა.

თავად დილერი აცხადებს, რომ ნახატის შესწავლის და ანალიზის საშუალებას ნებისმიერ მსურველს მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ მისცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system