თავში

ფსიქოლების აზრით, კატა ადამიანის სამუშაო განწყობაზე დადებითად მოქმედებს

ფსიქოლების აზრით, კატა ადამიანის სამუშაო განწყობაზე დადებითად მოქმედებს
ფსიქოლების აზრით, კატა ადამიანის სამუშაო განწყობაზე დადებითად მოქმედებს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სახლში კატების ყოლა სასარგებლო გავლენას ახდენს დისრანციური მუშაობის პროცესზე. მათი თქმით, ცხოველები ადამიანს სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან. ისინი აუმჯობესებს ადამიანების სამუშაო და დღის განწყობას.

ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 700 კატის პატრონმა მიიღო, რომლებიც პანდემიის პერიოდში სახლიდან მუშაობენ. გამოკითხულთა 63%-მა თქვა, რომ კატამ ისინი დაამშვიდა, 56%-მა აღნიშნა, რომ ოფისის გარეთ ყოფნის დროს თავს მარტოხელებად გრძნობდნენ, თუმცა ცხოველმა მათ ეს გრძნობა გაუქრო. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა - 53% თქვა, რომ მათი კატა რაღაც სასაცილო საქმეს აკეთებდა, მაგალითად, მუშაობის პერიოდში კომპიუტერზე დადიოდა. მათი თქმით, ცხოველმა ადამიანებს სამსახურში დაბრუნების გრძნობა დაუბრუნეს და ძალა მისცეს, რომ ეფექტურად ემუშავათ.

ფსიქოლოგების აზრით, შინაური ცხოველის გარშემო ყოფნით ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს. ასევე მათ დასძინეს, რომ COVID-19-ის პერიოდში ცხოველები უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავდნენ მათი პატრონების მიმართ და ისინი უფრო ბედნიერები გახდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ, რადგან მანამდე ისინი სამსახურიდან პატრონის დაბრუნებას საათობით ელოდებოდნენ, ახლა კი პატრონები სახლში არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system