თავში

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ნაკვალევი, რომელიც 20 ათასზე მეტი წლისაა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ნაკვალევი, რომელიც 20 ათასზე მეტი წლ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ნაკვალევი, რომელიც 20 ათასზე მეტი წლისაა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მეცნიერთა ჯგუფმა ნიუ-მექსიკოში აღმოაჩინა ადამიანის ნაკვალევი, რომელიც 20 ათასზე მეტი წლისაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თემა, თუ როდის დასახლდა პირველად ამერიკული კონტინენტი აზიიდან, ათწლეულების განმავლობაში საკამათო იყო.

უფრო მეტიც, მკვლევართა დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ცნობებს, თითქო ამერიკაში ადამიანები გაცილებით ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე 16,000 წლის წინ.

ახლა, ნიუ-მექსიკოში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა მრავალი ადამიანის ნაკვალევი, რომლის ასაკი 21,000-დან 23,000 წლამდეა.

ბილიკები ნაპოვნი იქნა არაღრმა, ახლა მშრალი ტბის სანაპიროზე, სილაში, რომელის უაით-სენდსის ეროვნულ პარკში მდებარეობს.

ამ ბილიკების ზომიდან გამომდინარე, მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ისინი, ძირითადად, მოზარდებმა და უმცროსმა ბავშვებმა გააკეთეს, რომლებიც მაშინ, სავარაუდოდ, უფროსებს ნადირობაში ეხმარებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system