თავში

ევროკავშირი ქაბულში დიპლომატიური მისიის მუშაობას თვის ბოლომდე განაახლებს - მედია

​ევროკავშირი ქაბულში დიპლომატიური მისიის მუშაობას თვ
ევროკავშირი ქაბულში დიპლომატიური მისიის მუშაობას თვის ბოლომდე განაახლებს - მედია

ევროკავშირის საგარეო უწყება ნოემბრის ბოლომდე ქაბულში დიპლომატიური მისიის გახსნას აპირებს. ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ცნობით, ბრიუსელი ცდილობს, კოორდინაცია გაუწიოს დახმარებას და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია განაგრძოს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ავღანეთში წარმომადგენლობა ადამიანის უფლებების ლობირებისთვის, თალიბანის ვალდებულებების მონიტორინგისთვის უნდა ჰქონდეს, რათა ტერორისტული ჯგუფების აყვავება თავიდან აიცილოს და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებას დაეხმაროს.

ამასთან, ახალი წარმომადგენლობა საელჩო არ იქნება, რადგან ევროკავშირმა "თალიბანის" მთავრობა არ აღიარა. ევროკავშირის ოფისით ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები ისარგებლებენ.

”დოჰიდან ძალიან ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი”, - თქვა წყარომ დიპლომატიური მისიის განახლებაზე.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

"თალიბების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საელჩოები ავღანეთში ჩინეთის, რუსეთისა და თურქეთის გარდა ყველა ქვეყანამ დახურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system