თავში

საფრანგეთში ზოომაღაზიებში ძაღლებისა და კატების გაყიდვას კრძალავენ

​საფრანგეთში ზოომაღაზიებში ძაღლებისა და კატების გაყიდვას კრძალავენ
საფრანგეთში ზოომაღაზიებში ძაღლებისა და კატების გაყიდვას კრძალავენ

საფრანგეთი ზოომაღაზიებში ძაღლებისა და კატების გაყიდვას, ცირკში კი გარეული ცხოველების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას RFI ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორები და ზოოდამცველები ამ დოკუმენტს "ისტორიულს" უწოდებენ.

დამტკიცების შემთხვევაში ზოომაღაზიებში ძაღლებისა და კატების გაყიდვა 2024 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. მათი აყვანა თავშესაფრებიდან იქნება შესაძლებელი, ან სპეციალურ ვებ-გვერდებზე შეძენა, რომლებიც მკაცრად გაკონტროლდება.

ამასთან, შინაური ცხოველის აყვანამდე ადამიანს "ცოდნის სერტიფიკატის" მიღება მოუწევს. ამით გაიცხრილება ადამიანების კატეგორია, ვისი ცხოვრების სტილი ან მატერიალური მდგომარეობა ძაღლის ან კატის შენახვის საშუალებას არ იძლევა.

გამკაცრდება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული სასჯელი. ახალი კანონმდებლობით ასეთი ქმედებები 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

აკრძალვა გარეული ცხოველების "კომერციულ გამოყენებასაც" ეხება. კერძოდ, ცირკში მათი "მუშაობა" 7 წელიწადში აიკრძალება.

5 წელიწადში აიკრძალება დელფინებისა და ვეშაპების ყოლა.

დეპუტატები კანონპროექტს 15 ნოემბერს განიხილავენ, რის შემდეგაც ის სენატორებს გადაეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system