თავში

G20-ის ლიდერები ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სესხების გადავადებაზე შეთანხმდნენ

G20-ის ლიდერები ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სესხების გადავადებაზე
G20-ის ლიდერები ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სესხების გადავადებაზე შეთანხმდნენ

21-22 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში დიდი ოცეულის ქვეყნების სამიტი გაიმართა. დიდი ოცეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველა განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას. 

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად დიდი ოცეულის ლიდერები სესხების გადასახადების 2021 წლის მეორე ნახევრამდე გადავადების შესახებ შეთანხმდნენ.

G20-ის ქვეყნებმა გლობალური ჯანდაცვის სფეროს გასაძლიერებლად, კორონავირუსის ეფექტური დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ვაქცინის წარმოების მიზნით, რესურსების მობილიზაციის შესახებ იმსჯელეს. 

სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system