თავში

G20-ის სამიტზე აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი გააფრთხილეს

G20-ის სამიტზე აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი გააფრთხილეს
G20-ის სამიტზე აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი გააფრთხილეს

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები ირანს აფრთხილებენ, რომ თუ ის არ შეწყვეტს პროვოკაციული ბირთვული ნაბიჯების გადადგმას, ეს მას ხელს შეუშლის დაუბრუნდეს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელშეკრულებას. 

აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა G20-ის სამიტზე გააკეთა. 

აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ცდილობენ ირანმა შეაჩეროს ურანის გამდიდრება და დაუბრუნდეს ბირთვული შეთანხმების ნორმებს. ოთხი სახელმწიფოს ლიდერი აცხადებს, რომ ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა ირანმა არ შექმნას, ან არ შეიძინოს ბირთვული იარაღი. 

რომში G20-ის სამიტი 30 და 31 ოქტომბერს იმართება. განსახილველ საკითხთა შორისაა გლობალური ეკონომიკური საკითხები და კლიმატის ცვლილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system