თავში

G7-ის წევრები პანდემიის დასრულებას 2022 წელს გეგმავენ

G7-ის წევრები პანდემიის დასრულებას 2022 წელს გეგმავენ
G7-ის წევრები პანდემიის დასრულებას 2022 წელს გეგმავენ

კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას G7-ის ქვეყნები 2022 წელს გეგმავენ. ამის შესახებ ბრიტანეთში გამართული "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი.

კომუნიკეში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პანდემიის დასასრულის მისაღწევად მომავალ წელს ღარიბ ქვეყნებს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან.

"ვადასტურებთ, რომ 2022 წელს COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად მსოფლიოს მოსახლეობით სულ მცირე 60% უნდა აიცრას, ამიტომ, სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენს ქმედებებს ვააქტიურებთ," - აღნიშნულია კომუნიკეში. 

გარდა ამისა, პანდემიას მიერ გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა და ეკონომიკის აღდგენა 12 ტრილიონი დოლარის მხარდაჭერის გეგმას ეფუძნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system