თავში

გადადის თუ არა კორონავირუსი ჰაერით

​გადადის თუ არა კორონავირუსი ჰაერით
გადადის თუ არა კორონავირუსი ჰაერით

COVID-19, შესაძლოა, ჰაერით და უსიმპტომო მატარებლებიდან გადადიოდეს, თუმცა ინფიცირეა უმეტესად მაინც ჰაერ-წვეთოვანი გზით ხდება ადამიანებისგან, რომლებსაც დაავადების სიმპტომები გამოხატული აქვთ.

ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

"ამჟამად კორონავირუსის უსიმპტომო გადადების შესახებ ბევრი სტატია იწერება. თუ არ ვცდები, სინგაპურში დაასკვნეს, რომ პაციენტების დაახლოებით 6% უსიმპტომო ადამიანებისგან ინფიცირდება. მე ამის უარყოფას არ დავიწყებ, მაგრამ სავსებით გასაგებია, რომ მეორეს მხრივ, გადადების 94% სიმპტომების მქონე ადამიანებისგან მოდის. ასე რომ საჭიროა ვუყუროთ, რა არის ამ ეპიდემიის მამოძრავებელი. უსიმპტომო ადამიანებისგან გადადების ალბათობა ყოველთვის არსებობს, ვირუსის ჰაერით გადადების ალბათობა ყოველთვის არსებობს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჯერ კიდევ ვვარაუდობთ, რომ პანდემიის მამოძრავებელი ცემინება ან ხველაა, ან ინფიცირებული ზედაპირი", - განაცხადა მან.

მაიკლ რაიანის თქმით, ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფი ყველა შესაძლო მასალას სწავლობს, რათა ჯანმრთელი ადამიანებისთვის დამცავი ნიღბების გამოყენების ეფექტურობა დადგინდეს. თუმცა, პრიორიტეტული მაინც ექიმებისა და სამედიცინო მუშაკებისთვის ქირურგიული და სპეციალური სამედიცინო ნიღბებით მომარაგებაა, რადგან ისინი COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system