თავში

გადაიღებენ თუ არა ფილმს კოსმოსში - NASA-ს განცხადება

გადაიღებენ თუ არა ფილმს კოსმოსში - NASA-ს განცხადება
გადაიღებენ თუ არა ფილმს კოსმოსში - NASA-ს განცხადება

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) კოსმოსში ფილმის გადაღების მიზნით ობიექტების გაშვებას ჯერ არ გეგმავს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა ჯოელ მონტალბანომ განაცხადა.

"არსებობენ კერძო კომპანიები, რომლებსაც აქვთ იდეები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება სურთ კოსმოსში და ისინი ვალდებულნი არიან, ეს ყველაფერი წარადგინონ და შეუთანხმონ NASA-ს", - თქვა მან.

მონტალბანომ აღნიშნა, რომ თუ კონკრეტულ კინოკომპანიას ფილმის გადაღებისთვის ასეთი მისიის კონცეფცია აქვს, მან ის NASA-ს უნდა წარუდგინოს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი ითამაშებს როლს დუგ ლაიმანის სათავგადასავლო ფილმში, რომელიც ნაწილობრივ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა გადაეღოთ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტში მონაწილეობას ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიიღებდა. მაშინ ამბობდნენ, რომ კრუზი და ლაიმანი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდით Crew Dragon 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაფრენილიყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system