თავში

გაერო: 2021 წელი 2020 წელზე რთული იქნება

გაერო: 2021 წელი 2020 წელზე რთული იქნება
გაერო: 2021 წელი 2020 წელზე რთული იქნება

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის თქმით, მომავალი წელი 2020 წელზე უარესი იქნება და მსოფლიო, შესაძლოა “ბიბლიური მასშტაბის” შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გამოცემა Associated Press  წერს.

WFP-ის ხელმძღვანელმა, დევიდ ბისლიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში გაერო-მ გაფრთხილება გამოსცა, რომ 2020 წლის ბოლომდე საკვების მწვავე უკმარისობის წინაშე მსოფლიოში 265 მლნ ადამიანი აღმოჩნდებოდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. პროგრამის ერთ-ერთი სცენარით, შიმშილი მსოფლიოს 30 ქვეყანაში გავრცელდება, მათგან 10-ში მილიონამდე ადამიანი უკვე იმყოფება შიმშილის ზღვარზე. გაერო-ს მოხსენების თანახმად, მსოფლიო "ბიბლიური შიმშილის" წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ საჭირო ზომებს დაუყოვნებლივ არ მიიღებდნენ. 

”ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება 2020 წელს...  მსოფლიო ლიდერებმა უამრავი ფონდები, სტიმულირების პაკეტები და ვალის გადავადების პროგრამები შეიმუშავეს”, - აღნიშნა დევიდ ბისლიმ. თუმცა, მისი თქმით, ახლა COVID-19-ის ახალი ტალღა ეკონომიკას უარესად ურტყამს და აზარალებს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის ფულადი სახსრები, რომლებიც 2020 წელს ქვეყნებმა გამოჰყვეს, 2021 წლისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. დევიდ ბისლის განცხადებით, გლობალური ორგანიზაციები მათი ყველა პროექტის დაფინანსებას ვეღარ შეძლებენ და არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

"ახლა ყურადღება აისბერგებზე  უნდა გავამახვილოთ და ეს აისბერგები არის შიმშილი, დესტაბილიზაცია და მიგრაცია”, - აცხადებს ბისლი.

ბისლის თქმით, WFP–ს მომავალ წელს 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება. 5 მილიარდი დოლარი მხოლოდ შიმშილის თავიდან ასაცილებლად და 10 მილიარდი დოლარი სააგენტოს გლობალური პროგრამების განსახორციელებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system