თავში

გაერო: 2021 წელი დამანგრეველი აღმოჩნდება

გაერო: 2021 წელი დამანგრეველი აღმოჩნდება
გაერო: 2021 წელი დამანგრეველი აღმოჩნდება

გაერო-ს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო 2021 წელს, შესაძლოა, უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში, ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

”იმის გათვალისწინებით, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ 2021 წელი ფაქტობრივად დამანგრეველი აღმოჩნდება”, - განაცხადა გაერო-ს „მსოფლიო საკვების პროგრამის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ და დასძინა, რომ ათობით ქვეყანა „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა

”მომავალ წელს ყველა სფეროს დაფინანსებას ვერ შევძლებთ... ასე რომ, პრიორიტეტების განსაზღვრა მოგვიწევს,” - აღნიშნა დევიდ ვიზლიმ.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის შედეგებთან გამკლავების გლობალური პროგრამისთვის  დამატებით 4,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფაა საჭირო, რომელიც ვაქცინების სამართლიან განაწილებას მოხმარდება. 

”ეს გლობალური კრიზისია და მისი სამართლიანი გადაჭრის გზები ყველას უნდა ჰქონდეს”, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system